ონლაინ მაღაზია Filmer.ge-ზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე მოქმედებს უფასო საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორ ხდება ნივთის მიწოდება?
ჩვენი კურიერი ან პარტნიორი საკურიერო კომპანია მოგაწვდით თქვენთვის სასურველ ნივთს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ შეთანხმებულ მისამართზე (დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
რა ვადაში მიიღებთ შეძენილ ნივთს
თბილისი: მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმებიდან 2 სამუშაო დღეში
რეგიონები: შეკვეთის დაფიქსირებიდან 3–5 სამუშაო დღის ვადაში.
შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით მიწოდებისთვის საჭირო დეტალებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიწოდებაზე
დროული მიწოდებისთვის შეკვეთის გაფორმებისას აუცილებლად მიუთითეთ სრულყოფილი და ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემთხვევაში შეკვეთის მიწოდება შესაძლოა დაგვიანდეს.
საერთაშორისო მიწოდება
თუ შეკვეთა ფორმდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მისატანად:
- შეკვეთა მუშავდება და იგზავნება 5–7 სამუშაო დღეში.
- გაგზავნის შემდეგ მიწოდების სავარაუდო ვადაა 8–10 სამუშაო დღე.
- მიწოდების ვადები სავარაუდოა და შესაძლოა შეიცვალოს საბაჟო პროცედურების, ადგილობრივი საფოსტო სერვისების, პიკური სეზონების ან დღესასწაულების გამო.
- დანიშნულების ქვეყანაში დაწესებულ საბაჟო მოსაკრებლებზე, იმპორტის გადასახადებსა და დამატებით ხარჯებზე პასუხისმგებელია ამანათის მიმღები.
- თუ მომხმარებელი გადაწყვეტს შეკვეთის მიუღებლობას მისი ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, გადახდილი თანხა დაუბრუნდება 20%-ის გამოკლებით (ეს ნაწილი ფარავს ტრანსპორტირებისა და დაბრუნების ხარჯებს).